მაია ბითაძემ და თამარ ტალიაშვილმა „ზღვისუბნის პარკთან“დაკავშირებით პრეზენტაცია გამართეს

თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ, საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარ დეპუტატთან თამარ ტალიაშვილთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას „თემქის ხევის“ადგილას პარკის მოსაწყობად განხორციელებული კვლევის შედეგები წარუდგინა.

თამარ ტალიაშვილის თქმით, ,,საუკუნის პროექტი – ზღვისუბნის პარკი“ რადიკალურად შეცვლის ოლქის პოზიციონირებასა და სტატუსს.

„ეს პროექტი დასახლებასპრესტიჟულ, რეკრეაციულ-გამაჯანსაღებელი მიზიდულობის ცენტრად აქცევს და რაც მთავარია, რაიონისსოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი ძლიერი ლოკომოტივი გახდება.“ – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

მაია ბითაძის თქმით, ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება მდინარის გახსნა.

„ამ პარკში ვფიქრობთ, რომ განთავსდება და მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ მდინარე გაიხსნას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა იმისთვის, რომ ზღვისუბანს მოვუწყოთ არაჩვეულებრივი ახალი საქალაქო პარკი, რომლის პრეცედენტი, ვფიქრობ, რომ საქართველოში არ ყოფილა. ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი“. – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

მოქალაქეებმა აღნიშნეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ნახევარ საუკუნეზე მეტია ელოდებოდა ,,თემქის ხევის’’ პრობლემის მოგვარებას და „ზღვისუბნის პარკი“ ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი იქნება, რაც მათ რაიონში განხორციელებულა.

მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის გიგა გიგაშვილის განცხადებით,ზღვისუბნის პარკის სატენდერო დოკუმენტაცია,ამ ეტაპზე, დეტალური პროექტირებისთვის მზად არის და ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

„თემქის ხევის’’ ჰიდროლოგიური კვლევის შედეგები წარმოადგინა,,გამა-კონსალტინგის’’ დირექტორმა ზურაბ მგალობლიშვილმა. მისი განმარტებით, კველევის შედეგებმა დაადასტურა ხევში ხელოვნური მდინარის მოწყობისა და ტერასული განაშენიანების შესაძლებლობა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე, თბილისის საკრებულოს „ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ერეკლე კუხიანიძე და მაჟორიტარი დეპუტატები, ზღვისუბნის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეები,ადგილობრივი ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

დასასრულს, თამარ ტალიაშვილმა გააჟღერა მისი სამაჟორიტარო ოლქისთვის   ზღვისუბნის სახელის პოპულარიზაციის კამპანიის დაწყება.