ნანა კოსტავა საკრებულოს დეპუტატის მანდატს სავარაუდოდ, ორშაბათს დატოვებს

სიძულვილის ენის გამოყენებაში დადანაშაულებული ნანა კოსტავა საკრებულოს დეპუტატის მანდატს სავარაუდოდ, ორშაბათს დატოვებს. ამის შესახებ მან “ქრონიკას” ექსკლუზიურად განუცხადა.

მისი თქმით, არ იცოდა სალომე ბარკერის ოჯახში მომხდარი ტრაგედიის შესახებ და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული პოსტი არ იყო მიზანმიმართულად დაწერილი. კოსტავა მომხდარის შესახებ თავის წილ პასუხისმგებლობას იზიარებს და ამბობს, რომ ამ დრომდე ყველა დაკავებული პოსტი უკვე დატოვა.