დავით კირკიტაძე გაათავისუფლეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე გაათავისუფლეს.გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გამოაცხადა.

პროკურატურამ მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. ბრალდების მხარემ გურჯაანის სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომ კირკიტაძე იქნეს დამნაშავედ მიჩნეული და სასჯელის სახით შეეფარდოს 2-წლიანი პირობითი სასჯელი. საპროცესო გარიგების პირობებს დაეთანხმა ბრალდებული და მისი უფლებადამცველი.