ნიკა მელია: არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, გირაოს გადახდას არ აპირებს.

„არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს.