წითელი ყელსახვევები – განათლების სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო

ვიდეო, რომელშიც სკოლის მოსწავლეები წითელი ყელსახვევებით მღერიან და სტალინს ახსენებენ, სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა. როგორც აღმოჩნდა ეს ოზურგეთის სამრევლო სკოლაა. განათლების სამინისტრომ მოკვლევა უკვე დაიწყო.

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში სისტემურ პრობლემას გამორიცხავს. მისი თქმით, თუ საკითხის შესწავლისას ფაქტი ოფიციალურად დადასტურდება შესაძლებელია საკადრო ცვლილებები გატარდეს.