“ძახილი, რომ ასეა ჩართული, ისეა ჩართული, არ მუშაობს და არჩევნებმა ეს დაგანახათ”

არჩილ თალაკვაძე

უმრავლესობის ლიდერი

ჩვენ მაქსიმალურად ვცადეთ, რომ საქმიანი საკომიტეტო განხილვა ყოფილიყო, ისიც აშკარა იყო, რომ მინისტრმა არა მხოლოდ, და უფრო შეიძლება ითქვას, სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან გააკეთა თავისი პასუხები და მაქსიმალურად სცადა ესაუბრა როგორც მინისტრს, რომელიც რეალურად უფრო მაღალ ამოცანებზე არიოს პასუხისმგებელი, ვიდრე რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგია, თუმცა ისეც არ გამოვა, რომ რაც დღეს აქ პატივცემულმა კოლეგებმა საკითხები დააყენეს და ბევრი სრულიად უსაფუძვლო, ამას პასუხები არ გაეცეს

მოკლედ მინდა შევაჯამო, რაც მოვისმინეთ მინისტრისგან სხელმწიფო პოზიციები ანაკლიის პორტთან დაკავშირებით  არის ის, რომ არის სტრატეგიული პროექტი და სახელმწიფოს თავისი ვალდებულებები ზედმიწევნით აქვს შესრულებული, რაც ევალებოდა  და მომავალშიც მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ამ პროექტს. ეს ჩანს ბიუჯეტის დოკუმენტშიც და ეს ჩანს იმ განცხადებებსა და შეხვედრებში, რომელსაც ატარებს მთავრობა. ასე რომ , თუ ვინმეს სურს აქ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით შექმნას ისეთი ტიპის ხმაური, რომელიც მერე თვითონვე უნდათ, რომ მონათლონ ინვესტორების დასაფრთხობად ან  თვითონვე უნდათ გამოიყენონ იმისათვის, რომ ამ პროექტის გარშემო ნისლი და ღრუბლები დააგროვონ, ეს იმ ადამიანების პოლიტიკურ სინდისზე იყოს. ერთი რამ ცხადია, რომ ეს პროექტი არის მთავრობის მიერ ინიცირებული და ერთი რამ ცხადია, რომ ვალდებულებები, რომელსაც აქ  სახელმწიფო და კერძო სექტორი, რომელთაც აქვთ კონსეციუმი, ინაწილებენ სახელმწიფოს თავის მხრიდან აქვს პირნათლად შესრულებული და მომავალ ვალდებულებებსაც ასრულებს.

მეორე საკითხი. აქ ჰესებზე იყო საუბარი და არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ბატონ ბოკერიას, რომლის ძირითადი უკმაყოფილებაც ჰესებთან დაკავშირებით იყო, რომ სახელმწიფომ და შსს , და სხვათა შორის ბევრმა გაიზიარა ეს პათოსი და რიტორიკა, რატომ საფუძვლიანად არ დაარბიეთ იქ ადამიანები, რატომ არ უკუაქციეთ და რატომ ბოლომდე შური არ იძიეთ, როგორ გაგიბედეს იქო, რომ მანქანები დაიმტვრა და დაიწვაო. მერვე წელია ხელისუფლებაში არის ქართული ოცნება და რა ვერ გაიგო ამ ოპოზიციის ამ ნაწილმა, რომ  ჩვენ და ხალხმა გაიგო ეს, რომ მათ მანქანები ერჩივნათ ადამიანებს და ამ ხალხმა ვერ გაიგო ის, რომ ჩვენს ხელისუფლებას უფრო მეტ ღირებულებად მიაჩნია ადამიანი, ვიდრე მანქანა. შესაბამისად , როცა მანქანა იმტვრევა და როცა საპოლიციო ძალა არის ჩასული პანკისში ან სხვა ნებისმიერ ლოკაციაზე იმისათვის, რაც მინისტრმა გახარიამ განგიმარტათ იქ და აქ ტყუილებს დაანებეთ თავი, გითხრათ, რომ ამ საპოლიციო ჩარევის მიზანი იყო , რომ დაპირისპირება ორ მხარეს შორის, მოქალაქეებს შორის არ მომხდარიყო და პოლიციამ თავის თავზე მიიღო ის აგრესია, რაც წარმოიშვა ამ პროცესში. მაინც იმ ვნებას ვერ ანებებთ თავს, რითიც მართავდით ქვეყანას და დღეს ითხოვდით საჯაროდ, რომ ბოლომდე რატომ არ დაარბიეთ ეს მოქალაქეები და როგორ გაგიბედეს, რომ იქ ერთიორი მანქანა დაგიმტვრიეს მოქალაქეებმაო. თქვენ ხომ ეგრე მართავდით? ენერგეტიკას ხომ ეგრე მართავდით და აგერ რა შედეგი მიიღეთ, რამდენი ჰესი ააშენეთ, ელექტროგენერაციაში რამდენი მეგავატი შექმენით. რამდენიმე ჰესი გაქვთ მაგ თქვენი რიტორიკით და მაგ თქვენი პატრიოტიზმით.

ჩვენ 21-ზე მეტი ჰესი გვაქვს აშენებული და კიდევ რამდენიმე პროექტზეა აქ ლაპარაკი. მათ შორის არის განახლებადი წყაროების  და ალტერნატიული წყაროების გამომყენებელი ელექტროსადგურები. მოდით, თქვენ როგორც გჯეროდათ, ხელისუფლებაში რა ღირებულებებითაც მუშაობდით, ეგრე გააგრძელეთ ახლა ოპოზიციაში და ჩვენ ჩვენი ღირებულებებით, სადაც ადამიანი არის მთავარი, გავაგრძელებთ მართვას და შევქმნით ახალ პროექტებს.

კიდევ ერთი სკითხი, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილომერამდენედ მოვისმინეთ, კიდევ  ბედავთ და ლაპარაკობთ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. ხალხს უნდა უთხრათ რა არის თქვენი მთ6ავარი ბრაზი  და რატომ ხართ ასე გამწარებულები ამ ადამიანთან დაკავშირებით. ერთადერთი მიზეზის გამო. იმიტომ, რომ ამ ადამიანმა შექმნა 2011 წლიდან  პოლიტიკური პროცესი, პარტია და გაგისტუმრათ ხელისუფლებიდან ისე, რომ არანაირი დაპირისპირების, არანაირი ძალის გამოყენების და დესტაბილიზაციის საშუალება  არ მოგცათ. მას შემდეგ ხართ ფუნდამენტალურად გაბრაზებულები და ყველა თქვენს გამოსვლაში  ახსენებთ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილმა, ბიძინა ივანიშვილს. აი, ეს არის ერთადერთი მესიჯბოქსი, რაც გაქვთ და თუ ამ სახელს და გვარს არ იტყვით,. მერე პარტიაში გიბარებენ და იქ გსჯიან ამისათვის. ეს არის რეალობა. რა არაფორმალურ მმართველობაზე ლაპარაკობთ? ადამიანი იყო პრემიერმინისტრი და თავიდანვე თქვა, რომ მე ამა და ამ ვადებში პრემიერმინისტრის პოზიციას დავტოვებ. ის იკავებდა ფორმალურ თანამდებობას სრულად და ლეგიტიმურად და თავისი პირობაც შეასრულა. ამის შემდეგ დღეს ის არის პარტიის თავმჯდომარე და ისე, როგორც ყველა ევროპულ ქვეყანაში, ის ლეგიტიმურად  პოლიტიკურ პროცესში არის ჩართულითქვენ კი ლაპარაკობთ ამაზე მაშინ, როდესაც თქვენი სხვა სახელმწიფოს მოქალაქე მართავს აქ პოლიტიკურ პარტიას. იმაზე არანაირი რეაქცია არ გაქვთ, არც დანახვა გინდათ მაგ გარემოების და აქეთ ლაპარაკობთ ისეთ საკითხზე, რომელსაც იცით, რომ არანაირი საფუძველი არა გაქვთ

დაფიქრდით ცოტა, რაიმე ახალი მოიფიქრეთ იმიტომ, რომ ამის ძახილი, რომ ასეა ჩართული, ისეა ჩართული, არ მუშაობს და არჩევნებმა ეს დაგანახათ, სადაც ნახეთ აქ თქვენი კოლეგა დაზუსტებებს რომ ითხოვდა ჩვენი კოლეგა ოპოზიციიდან , ზუგდიდში რომ გვეუბნებოდა, სატელიტიდან გაკვირდებით ყველას არჩევნებზეო, ხომ დაინახეთ იმ სატელიტიდან , ზუგდიდის არჩევნები როგორ წააგეთ და სხვა არჩევნებიც როგორ წააგეთ შუალედური. 2020 წელიც მოდის, იქაც ნახავთ ეს თქვენი რიტორიკა და ანტიადამიანური რიხიანი ლაპარაკი პარლამენტში, როგორ იქნება საზოგადოების მხრიდან დაფასებული, მაგასაც დაინახავთ.

აი, აქ მე პირადად პორტთან და ჰესებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა პოლიტიკა ცხადია. მცირე ჰესები, ენერგეტიკის  და წყაროების დივერსიფიკაცია მაქსიმალურად გაძლიერება ეს არის მომავალთან და ეკონომიკურ გაძლიერებასთან პირდაპირ კავშირში, რაზეც ისაუბრა ქალბატონმა ნათია თურნავამ. სიღარიბის დაძლევასთან დაკავშირებით, კარგი იქნებოდა მიგეცათ მეტი საშუალება, რომ  ესაუბრა რა არის ის პროგრამები, რომელიც კონკრეტულად სიღარიბის დაძლევას უკავშირდება, როგორ მოხდება მეტი ინკლუზიის უზრუნველყოფა და როგორ მოხდება ის, რომ უფრო მეტ ადამიანთან მივა ეკონომიკური სიახლეები და დოვლათი. აქ საერთოდ ვერ მოვისმინეთ საუბარი, რაც ძალიან სამწუხაროა  და საინტერესო იქნება მომავალშიც, როცა  პლენარულ სხდომაზე ან სხვა ფორმატში იქნება ქალბატონი ნათია, ვისაუბროთ ბუნებრივი რესურსებისა და წიაღისეულის მენეჯმენტზე, რომელიც ერთერთი ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა ჩვენი ქვეყნისთვის და აქაც ეკონომიკური პოტენციალი ისეთივე მაღალია, როგორიც ეს არის თუნდაც ლოჯისტიკურ და სატრასპორტო პროექტებში. ან იმის მტკიცება, რომ სააგენტოს ხელმძღვანელის ტექნიკურმა დოკუმენტმა შეარყია ანაკლიის პორტის პროექტი და გაიქცნენ ინვესტორები და საქართველოსკენ არავინ აღარ იხედება, არ გრცხვენიათ ეგეთი რიტორიკის? თქვენ მართლა გგონიათ, რომ ანაკლიის პროექტი ეგრე არის დაგეგმილი, რომ არანაირი რისკები და წინააღმდეგობები იქ არი იყო განხილული? მართლა გგონიათ, რომ 1 ტექნიკური დოკუმენტის გამოცემით ეს პროექტი შეიძლება შეჩერდეს? ვისა ატყუებთ ხალხნო? ბატონ ჭიაბერაშვილს მაინც აქვს ეკონომიკური განათლება და ერკვევა ასეთ საკითხებში? იმიტომაა ყველა აქებს ამ კაცს და ფორმატებში ცოტა სხვანაირად ლაპარაკობს და იქნებ ტრენინგები მაინც გაიაროთ ამ კაცთან, ჩვენგან თუ არ გესმით, რომ ეს პროექტი არის საფუძვლიანად დაგეგმილი და როგორც თქვენ ლაპარაკობთ ზედაპირულად  და ხალხი შეცდომაში შეგყავთ, ეგრე არ არის.

ჩვენ დავინახეთ, რომ ეს ხალხი 20 წთ ჩხუბობდა ერთმანეთში , ვინ მოიყვანა მინისტრი. გადაძახილები, ღია ჩხუბიხალხმა ნახა ეს ყველაფერი. გეტყვით: მაგაზე აღარ იჩხუბოთ მომავალში. სხვა მინისტრებიც აპირებენ მოსვლას. მინისტრები აქ მოჰყავს საკონსტიტუციო რეფორმას, რომელიც ქართულმა ოცნებამ გააკეთა, რეგლამენტს, რომელიც უმრავლესობით მივიღეთ და კარგია, რომ თქვენც მოგწონთ და დემოკრატიას, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში არსებობს ჩვენს ქვეყანაში. ამაზე აღარ იჩხუბოთ. მე თხოვნა მექნება.