ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ საპარლამენტო არჩევნები იმართება

დღეს 9 ივნის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნები იმართება.  ოკუპირებულ ტერიტორიაზე 73 საარჩევნო უბანია გახსნილი, ამათგან 2 ჩრდილოეთ ოსეთში  ეღტ-ერთი კი მოსკოვსა და ოკუპირებულ სოხუმში. საარჩევნო უბნები დილის რვა საათზე გაიხსნა და საღამოს რვა საატამდე გაგრძელდება ხმის მიცემის პროცესი.

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნები შერეული მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით პირველად ტარდება. მანამდე მხოლოდ პროპორციული სისტემით ტარდებოდა.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტში 34 ადგილია. მანდატების მოსაპოვებლად იბრძვიან დე ფაქტო პრეზიდენტის მმართველი მარტია “ერთიანი ოსეთი”. ასევე, პარტია ნიხასი, ხალხის ერთობა, სახალხო პარტია, კომუნისტური პარტია, ერთობა და ა.შ

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  ირაკლი კობახიძემ განაცხადა,

ეს პროცესები რუსეთის მიერ კონტროლდება , ცხინვალის რეგიონი არის ოკუპირებული და დეფაქტო ხელისუფლების მიერ ჩატარებული არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურად.