პარლამენტმა ახალი სახელმწიფო ინსპექტორი აირჩია

სახელმწიფი ინსპექტორის თანამდებობაზე პარლამენტმა ლონდა თოლორაია აირჩია. მას ადამიანის უფლებთა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებმა დაუჭირეს მხარი.
დეპუტატებმა სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატურებს კენჭი ცოტა ხნის წინ უყარეს. თოლორაიას მხარი რვა დეპუტატმა დაუჭირა. ამ თანამდებობაზე ასევე ვალერი ლომუაშვილის კანდიდატურაც განიხილებოდა, თუმცა მან საჭირო ხმები ვერ მიიღო.
კანდიდატებმა დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის საკუთარი ხედვები წარადგინეს.
აღნიშნული კანდიდატი დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება.
ამჟამად სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა თამარ ქალდანს უკავია, რომელსაც ვადა 1 ივლისს ეწურება. სწორედ ამ დროიდან ამოქმედდება ინსპექტორის სამსახურის ახალი ფუნქცია, რომელიც მას სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების უფლებას ანიჭებს, ასევე მის ფუნქციაში შედის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი, და
ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი.