ფრთხილად მშობლებო, შვილებთან მეუღლე არასდროს გალანძღოთ! დაისჯებით!

თუ თქვენ ხართ მშობელი, მამა, ან დედა და თქვენს შვილთან თქვენს მეუღლეზე რამე ნეგატიურს იტყვით, ან მას ცუდ კონტექსტში მოიხსენიებთ, ფსიქოლოგიურ ძალადობად ჩაგეთვლებათ. ამის შესახებ სააპელაციო სასამართლომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება.
“ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ დახმარების მისაღებად მიმართა ერთ-ერთმა დედამ, რომელიც აცხადებდა, რომ შვილების მამა მას უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებდა, რის გამოც ბავშვები მუდმივად შიშის ქვეშ იმყოფებოდნენ. იყვნენ დათრგუნულები და შეშინებულები. დედამ აღნიშნული ფაქტი შეატყობინა სოციალურ სააგენტოს. ბავშვებმა სოციალურ მუშაკთან დაადასტურეს დედის სიტყვები.
ამის შემდეგ შვილები მამამ დააშინა, უთხრა, თუ მსგავს ფაქტს გაასაჯაროვებდნენ, მშობლები ერთმანეთს დაცილდებოდნენ. დედის თქმით ბავშვები კიდევ უფრო დაიძაბნენ და გაღიზიანდნენ, რაც გახდა შვილების ხშირი უძილობისა და შფოთვის მიზეზიც.
დედამ მოითხოვა მამის მიმართ შემაკავებელი ორდერის გაცემა.
მიუხედავად იმისა, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა გამოსცა შემაკავებელი ორდერები, მამამ ეს გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა და პირველმა ინსტანციამ გააუქმა გამომძიებლის მიერ გამოცემული ორდერები.
PHR-ის (“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”) სამართლებრივი დახმარებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ერთი მშობლის მიერ ბავშვებთან მეორე მშობლის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება წარმოადგენდა ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ძალადობას და ძალაში დატოვა შსს-ის გამომძიებლის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერები. მამას 30 დღით აეკრძალა ბავშვებთან მიახლოება და მათთან ნებისმიერი სახით კომუნიკაცია.