“ბიძინა, რას გვერჩოდი?.. ამაზე მეტს ვინმე გავაფუჭებდით?..”

თამაზ მეჭიაური პრეზიდენტის იმ განცხადებას ეხმიანება, რომელიც მარგველაშვილის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ გაახმოვანა.

-„ბიძინა, რას გვერჩოდი, ეს რომ აგვარჩევინე?
ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი მხარს უჭერს დეზერტირობას და მართლმადიდებელი ეკლესიის დასუსტებას…
მარტო ერთი რომ იყოს, კიდევ აიტანდა კაცი…
მეტი რაა საბოტაჟი?
დავიჯერო, ამაზე მეტს ვინმე გავაფუჭებდით?“

ცნობისთვის, პრეზიდენტის აზრით, გირჩს აქვს უფლება გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც კონკრეტული იდეის გასამყარებლად სჭირდება. ამის შესახებ On.ge-ს კითხვას პრეზიდენტის პრესსპიკერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე უპასუხა:

ყველა პარტიას, მათ შორის გირჩს, აქვს უფლება ჩამოაყალიბოს ნებისმიერი ორგანიზაცია, იდეა, დაჯგუფება და შესაბამისად, გირჩის, უფლებაა, რომ ის ნაბიჯები გადადგან, რაც ამ იდეის გასამყარებლად სჭირდებათ” – განაცხადა ეკა მიშველაძემ.