ლევან რატიანი განმართავს, თუ როგორია კახი  კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა და როდის დატოვებს იგი კლინიკას

კახი კავსაძის  მდგომარეობა კლინიკაში შემოყვანისას ფასდებოდა კრიტიკულად, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვინაიდან კლინიკურად სახეზე იყო  პაციენტის ძირითადი დაავადებების გართულებები, მას აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმაირისობა და  ინფექსიურ-ტოქსიკური შოკი, ძილიანობა.

„ამ ეტაპზე, ჩატარებული მკურნაოლობის შედეგად, შეიძლება, რომ მკურნალობა დადებითად ჩაითვალოს. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება. იგი იმოფება სპონტანურ სუნთქვაზე და არის ჟანგბადდამოკიდებული.

ვიმედოვნებ, რომ  თუ ძირითადი დაავადებების გამწვავებები  სრულად ლიკვიდირებულ იქნა, დაახლოებით, 1 კვირაში ბატონი კახი კავსაძე კლინიკიდან გაეწერება,“ – განაცხადა ლევან რატიანმა.

კახი კავსაძე რეანიმაციულ განყოფილებაში 5 დღის წინ გადაიწყვანეს.