ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება აქვს ყველას, ვინც კანონს არ არღვევს

მარიამ ახალკაცი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ,,პანდას” ეხმაურება

თეა წულუკიანი მედიასთან განცხადებას აკეთებს და ამბობს რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა მოქალაქეს აქვს გამოხატვის უფლება და სიტყვის თავისუფლება , ვინც კანონს არ არღვევს მათ შორის ,,პანდასაც”

“ყველა ის ადამიანი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგია, ეწევა მათ საწინააღმდეგო ნარატივს. ჩვენი ქვეყანა, მინდა ყველამ გავიხსენოთ, რომ თავისუფალი ქვეყანაა. ჩვენი ქვეყანა არ არის ის ქვეყანა, სადაც ან გამოხატვის თავისუფლება, ან სოციალური ქსელები კონტროლდება, ან არის შეზღუდული. შესაბამისად, ყველანი ხართ თავისუფალი, წეროთ და ისაუბროთ ის, რაც თქვენ გინდათ, მათ შორის “პანდამაც“, თუკი ამით არ ირღვევა კანონი. კანონი არის ერთადერთი წითელი ხაზი, სხვა წითელი ხაზები არ არსებობს,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ სარეკლამო კომპანია “პანდამ” გაავრცელა ვიდეორგოლი, სადაც ბრალდებებს პასუხობს. “პანდა” აღიარებს, რომ “ფეისბუკზე” თავიანთი რესურსებით ოპოზიციას, კერძოდ კი “ნაციონალურ მოძრაობას” მიზანმიმართულად აკრიტიკებდნენ, თუმცა, ვიდეოს თანახმად, ისინი ამას აკეთებდნენ არა “ქართული ოცნების სიყვარულით”, არამედ “დიქტატურის დაბრუნების შიშით”.