“მიეცეთ პატიმრებს ჯანდაცვის საშუალება და შეიქმნას კომისია…” (ვიდეო)

-მიეცეთ პატიმრებს ჯანდაცვის საშუალება და შეიქმნას კომისია, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებს – ეს იყო მთავარი მოთხოვნა, რომელიც გლდანის ციხესთან ჟურნალისტმა ზაზა სვანაძემ, და ადვოკატმა ლექსო კობაიძემ  მოითხოვეს. ისინი პენიტენციალურ სისტემაში ჯანდაცვის გაუმჯობესებას ითხოვენ და ამბობენ, რომ წამება არ ნიშნავს მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას.

აქცია-ბრიფინგის ორგანიზატორები ამბობენ, რომ სათქმელი ბევრს აქვს, თუმცა ეშინიათ მათ პატიმრებს რაიმე საფრთხე არ დაემუქროთ.