ნინო კალანდაძე: არჩევნების გეშინოდეთ და ასეთი „ხარისხიანი“ ჟურნალისტების…

F-news

ნინო კალანდაძე

-“ამაფეთქეს, კომენტარი გვინდა ვიზალიბერალიზაციაზეო. ოღონდ აუცილებლად ბიბლიოთეკაში გვინდაო. დამსვეს, „პეტლიჩკა“ დამიმაგრეს და ჩართული კამერის წინ მკითხეს დაფინანსებაზე, რომელიც განათლების სამინისტროსგან მივიღე ოდესღაც – შეგვეშინდა, ისე არ გვიპასუხებდითო და მოტყუებით მოგიდექითო.

ტელეიმედზე რა წარმოდგენისაცაა საქართველოს მოსახლეობა მისივე რეიტინგი მეტყველებს. მდაბიო მეთოდების იმედად რომაა დარჩენილი, არც ეს მიკვირს, როცა ვალდებულია ლეხაინდრაოს „კრეატივით“ დააბინძუროს საკუთარი ეთერი. მაგრამ, თქვე დალოცვილებო, ხარისხი რომ არ გივარგათ და ჟურნალისტურ სტანდარტთან ახლოსაც რომ არ გაგივლიათ, იმდენად მაინც შეიწუხეთ თავები და ვითომ საიდუმლოდ მოპოვებული ფურცლებით მაინც ნუ შემოიძურწებით რესპოდენტთან. წინასწარ, ცივილიზებულად რომ მომლაპარაკებოდით, კიდეც დაგთანხმდებოდით და იმასაც გაგიმხელდით, რომ რაც თქვენ საიდუმლო გგონიათ, დიდი ხანია ჩემს მიერვე აღრიცხულია საჯარო მოხელის დეკლარაციაში და თავად ინფორმაციაც საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს.

გვარამია – ბურჭულაძის „სკანდალთან“ რას მივა, მაგრამ ღარიბაშვილი – ფარცხალაძის ქვეყანაში მე რომ ყველაზე დიდი კორუფციონერი ვარ ბიძინას კოოპერატივისთვის, მაინც თავისებურად სახალისოა. მაგრამ, აქ, ხომ ჩემს პერსონაში სულაც არ არის საქმე.

ბიბლიოთეკების კი ნუ გეშინიათ, არჩევნების გეშინოდეთ და ასეთი „ხარისხიანი“ ჟურნალისტების, სჯობს”.

კომენტარის დატოვება