მსოფლიო საოჯახო კონგრესი აშშ-ს პრეზიდენტს მიმართავს

მსოფლიო საოჯახო კონგრესი აშშ-ს პრეზიდენტს მიმართავს. ჩვენი ინფორმაციით აღნიშნულ საკითხზე დღეს საპატრიარქოში შეხვედრა გაიმართება.

-“მიმართვა აშშ-ს პრეზიდენტს, ბატონ დონალდ ტრამპს.

👉 ჩვენ, ქართველ ხალხს, გვსურს თქვენი ყურადღება მივაქციოთ საქართველოში აშშ-ს საელჩოს ზოგიერთ ქმედებას, რომელიც მიუღებლად მიგვაჩნია. კერძოდ, აშშ-ს საელჩო გვევლინება ამა წლის 18-23 ივნისს ლგბტქ “პრაიდის” მიერ დაგეგმილი კვირეულისა და ე.წ. „ღირსების მარშის“ მთავარ მხარდამჭერად და სპონსორად.

ქართველი ხალხი, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო IV საუკუნეში და რომლის აბსოლუტური უმრავლესობა პატივს სცემს და იცავს ტრადიციულ ღირებულებებს, ასეთ ქმედებას ჩვენს საზოგადოებრივ მორალზე და ცხოვრების წესზე შეურაცხყოფად და შეტევად მიიჩნევს.

ჩვენ გვესმის, რომ აშშ-ს საელჩოს მსგავსი ქმედებები საქართველოში ეწინააღმდეგება თქვენს სარწმუნოებას და თქვენს მიერ დეკლარირებულ პოლიტიკას, რომელმაც მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს მისცა იმედი, რომ თქვენი პრეზიდენტობის შედეგად აშშ-ს მხრიდან დანარჩენ მსოფლიოზე არატრადიციული ღირებულებების თავს მოხვევა შეწყდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი არჩევიდან ორი წელი გავიდა, ეს იმედი ჯერ კიდევ ცოცხალია. ამიტომ, ჩვენ ველით თქვენს პირად ჩარევას ამ საკითხში, რათა აშშ-ს საელჩოს ამგვარმა ქმედებამ ზიანი არ მიაყენოს ურთიერთობას ჩვენს ხალხებს შორის, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათს ატარებს.

✍️ გთხოვთ, დააფიქსიროთ თქვენი თანხმობა კომენტარებში.

🔔 To: Mr. Donald John Trump, the president of the United States

👉 We, the people of Georgia would like to draw your attention to the unacceptable actions of the US Embassy in Georgia. In particular, the US Embassy serves as the main sponsor and political advocate of the LGBTQ propaganda, titled “pride week” which is planned to be held in Tbilisi 18-23, 2019.

The people of Georgia, who accepted Christianity in the 4th century and in an overwhelming majority respect and follow traditional values, perceive this behavior as an insult and offence against our society’s way of being.

We understand that such actions of the US embassy in Georgia contradict the ideals of your faith and your announced policy, which gave hope to millions of people around the world, that the imposition of non-traditional values from the US’s side upon the rest of the world would end as a result of your presidency.

Even though two years have passed since your election, this hope is still alive. Therefore, we are waiting for your personal intervention in this issue, the failure of which can harm the relations between our people linked by the strategic partnership.

✍️ Please leave a comment below to sign the petition.