არ გაუშვა შანსი იმოგზაურო ამსტერდამში, იყავი ყურადღებით – „ბავარია“ 300 წლის ხდება!

ლუდი „ბავარია“ 300 წლის ხდება. სამსაუკუნოვან იუბილეს „ბავარია“ გრანდიოზულად აღნიშნავს და ამ უმნიშვნელოვანეს  თარიღთან დაკავშირებით 120 ქვეყნიდან 300 ადამიანს ამსტერდამში ეპატიჟება.

„ბავარია“ ერთგულ მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ იყვნენ დაკვირვებულები, რადგან 300 წლის იუბილეზე მოხვედრის შანსი, ანუ 3 დღიანი დაუვიწყარი მოგზაურობა ამსტერდამში, შესაძლოა ნებისმიერ ადგილზე გათამაშდეს, სადაცკი „ბავარიაა“. ეს შეიძლება იყოს მაღაზია, ქუჩა, კინოთეატრი თუ სხვა.

„ბავარია“ ნომერ პირველი ლიცენზირებული ლუდია. ის ყოველწლიურად ცდილობს, რომ თავის მომხმარებელს განსაკუთრებული და განსხვავებული კამპანია შესთავაზოს. „ბავარიას“ გაყიდვები ყოველწლიურად იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მზარდია. ლუდის მოყვარულები აფასებენ „ბავარიას“ ხარისხს და მის ერთგულ მომხმარებლად რჩებიან“- აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ ბრენდ მენეჯერი მიხეილ ქურდაძე.

გარდა ამისა, „ბავარიას“ 300 წლის იუბილეზე დასწრება და ამსტერდამში მოგზაურობა შეეძლება მათაც, ვინც სოციალურ აქტივობებში ჩაერთვება და სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე https://www.facebook.com/BavariaGeorgia/?epa=SEARCH_BOX ატვირთავს იუბილის მისალოცს და სადღეგრძელოს ვიდეოს ან ფოტოს, რომელსაც შემდგომ მოიწონებს და შეარჩევს „ბავარიას“ სათაო ოფისი. შერჩევა მოხდება, როგორც საუკეთესო ვიდეოს, ასევე ფოტოს კატეგორიაში.

„ბავარია“ 300 წლის იუბილეს აგვისტოს შუა რიცხვებში აღნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ ლუდის ლეგენდარული ბრენდის “ბავარიის” მწარმოებელი ქვეყნების მსოფლიო რუკას საქართველო 2016 წლიდან შეემატა. სს „ქართული ლუდის კომპანია“ კი საქართველოში და მთლიანად რეგიონში ლუდი “ბავარიის” ოფიციალური და ექსკლუზიური მწარმოებელია.