ქართველი მოცურავეების წარმატება – 23 მედალი საერთაშორისო ტურნირიდან

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, მოადგილე შალვა გოგოლაძე და სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე შეხვდნენ საერთაშორისო ტურნირიდან წარმატებით დაბრუნებულ ახალგაზრდა მოცურავეებსა და მწვრთნელებს. მინისტრის მოადგილეებმა მწვრთნელებისგან ტურნირის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. სინქრონულად მოცურავეები ახალი პროგრამის განხორციელებას დაიწყებენ, რომლის მიზანიც 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი მოცურავეების მხრიდან ლიცენზიების მოპოვებაა.

4-6 ივნისს, ლატვიის დედაქლაქ რიგაში ჩატარდა ღია პირველობა სინქრონულ ცურვაში – „ლატვიის თასი“, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ 10 ქვეყნის წარმომადგენლები, ხუთ ასაკობრივ ჯგუფში.

შეჯიბრში საქართველოს სახელით 14 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას, სხვადასხვა დისციპლინაში –  აუცილებელი პროგრამით, სოლო პროგრამით, წყვილთა შორის და ჯგუფური გამოსვლით.საერთო ჯამში, ჩვენმა სპორტსმენებმა მოიპოვეს 23 მედალი: 15 ოქრო, 11 ვერცხლი, 7 ბრინჯაო.