“ვარ ყველას პრეზიდენტი სექსუალური და რელიგიური ორიენტაციის მიუხედავად“

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 14 ივნისს მთავრობის სახლთან მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

„მე ვარ ყველას პრეზიდენტი, რაც გულისხმობს იმას, რომ  ვარ ყველა ადმიანის პრეზიდენტი მიუხედავათ მათი სექსუალური და რელიგიური ორიენტაციისა“ – ეს განცხდება ზურაბიშვილმა დღეს ადიგენში ვიზიტისას გააკეთა.

„ჩემთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა და ვთვლი რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა იყოს დისკრიმინირებული. თუმცა არ ვეთანხმები დაპირისპირების არც ერთი მხარის მხრიდან. ამ ქვეყანას ეყოფა ის დაპირისპირებები რაც აქვს სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე. არ გვჭირდება გარედან მოტანილი დაკოპირებული დაპირისპირება, “- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.