გიორგი მარგველაშვილი ქუთაისს ეწვია

ახალი სასწავლო წლის აღნიშვნას ქუთაისის მერი შოთა მურღულია და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, აკაკი წერეთლის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში დაესწრნენ. საზეიმო მიღებაზე მათ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიმართეს.

დღესვე პირველ სკოლაში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა. პირველ საჯარო სკოლაში საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად სკოლის მუზეუმი დაათვალიერა და პირველკლასელები მოინახულა.

წელს ქუთაისის საჯარო სკოლებში 3259 პირველკლასელი მივიდა.

14348956_316960538666833_704222324_n

კომენტარის დატოვება