პრევენციის მიზნით, აბასთუმნის ტყეში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დამატებითი ასეული შეიყვანეს

აბასთუმნის ტყეში დღეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დამატებითი ასეული  შეიყვანეს.

როგორც შტაბში განმარტავენ, ასეულის შეყვანის საჭიროება არ იყო, მაგრამ სამუშაოების დაჩქარებისა და პრევეცნიის მიზნით დამატებითი ძალის მობილიზება გადაწყდა.

ამ დროისთვის აბასთუმნის ტყეში ხანძარი სრულად ლოკალიზებულია. ადგილზე რჩება ვერტფრენებიც, თუმცა მისი გამოყენების საჭიროება არ არსებობს.