“სადაც მასპინძელი დამსვამს, იქ დავჯდები, ამ შემთხვევაში იქ დამსვეს”

დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე პირველი კომენტარი

რუსულ გამოცემა “კომერსანტთან” გააკეთა.

იხ.

https://www.kommersant.ru/doc/4006210?query=%D0%B3%D1%80%D1%83%D0%B7%D0%B8%D1%8F

მისი თქმით, პარლამენტში ირაკლი კობახიძის ადგილზე დაჯდომა მას ქართულმა მხარემ შესთავაზა.

“რა თქმა უნდა, მზად ვარ, ვიმუშავო დამატებულ სკამზეც. გულწრფელად რომ ვთქვა, მოკრძალებული პიროვნება ვარ. სადაც მასპინძელი დამსვამს, იქ დავჯდები. ამ შემთხვევაში იქ დამსვეს”, – დასძენს ის.

სერგეი გავრილოვი სიცრუეს უწოდებს საქართველოს ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის ოკუპირებულ აფხაზეთში იბრძოდა.

“ეს სიცრუე და პროვოკაციაა და ვწუხვარ, რომ ქართულმა მედიამ აიტაცა ეს. ამასთან, ჩვენმა დეპუტატებმა იხილეს, თუ როგორ აძლევდნენ მიმართულებას ინგლისური ენის ამერიკული ვერსიით მოსაუბრე კურატორები ქართველ ჟურნალისტებს“, – განაცხადა გავრილოვმა.

გავრილოვი მასზე თავდასხმაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს და ამბობს, რომ საქართველო უყვარს. რუსულ მედიასთან საუბარში ის ამბობს, რომ თავისი ბაბუის საფლავზე გასვლის უფლება არ მიეცა, რომელიც საქართველოშია დაკრძალული.