აქცია დღეს 19:00 საათზე გაგრძელდება

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. თუმცა, პარლამენტის შენობასთან აქციის რამდენიმე მონაწილე მაინც რჩება.

საპროტესტო აქცია დღეს 19:00 საათზეა დადეგმილი. აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლებასა და შს მინისტრის გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ.