“გთხოვთ ფრთხილად იყოთ და არ დაუშვათ შეცდომა!”


„ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს.   ჩვენს გარშემო ძალიან ცუდი მოვლენებია, ამიტომ მინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ ფრთხილად იყოთ და არ დაუშვათ რამე შეცდომა. იმედია  ღმერთი მშვიდობას და ღვთის წყალობას მოგვცემს. თქვენ იცით, რომ საქართველო ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ არის და  განსაკუთრებით იფარავს საქართველოს!“- განაცხადა დღეს საქართველოს პატრიარქმა ქადაგებისას.

პატრიარქმა ასევე მრევლს შეახსენა, რომ ხვალიდან პეტრე-პავლობის მარხვა იწყება.