” ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარლამენტის უკვე ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც ესწრება.

მანამდე პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას პირადად პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. მასში ასევე მონაწილეობდნენ პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტის  გადამდგარი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარტიის სხვა ლიდერები.

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზე ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე საკითხები განიხილეს. თბილისში უკვე რამდენიმე დღეა პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება. აქცია დაანონსებულია დღესაც.