„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში აპირებენ გამგზავრებას

ქართველი პარლამენტარები მოსკოვში ივლისის დასაწყისში დაგეგმილ „პარლამენტარიზმის განვითარების“ ფორუმზე აპირებენ ჩასვლას. როგორც რუსული მედია წერს, ამის შესახებ სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ფორუმზე დასასწრებად მოსკოვში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები აპირებენ გამგზავრებას, რომლებსაც რუსული მხარე უსაფრთხოების გარანტიას აძლევს. „საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს ხანებში იქნება მიღებული,“-აცხადებს კალაშნიკოვი.