არ დაგავიწყდეთ – 21 სექტემბერს, 12 საათზე პირჯვარი გადაიწერეთ და ილოცეთ!

21 სექტემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეა. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თხოვნით მიმართავს საქართველოს მოსახლეობას :

„21 სექტემბერს მთელი მართლმადიდებელი სამყარო აღნიშნავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს. ჩვენ, როგორც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილებს, გვმართებს მისდამი განსაკუთრებული პატივისცემის გამოჩენა. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ამ დღეს, 12 საათზე, საქართველოს ყველა ტაძარში დაირეკება ზარი 12-ჯერ და ყველამ, სადაც არ უნდა იყოს იგი, უნდა თქვას დედაღვთისადმი სავედრებელი პატარა, მაგრამ ძლიერი ლოცვა: ,,მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო-ბრძანა პატრიარქმა.

 

 

 

 

კომენტარის დატოვება