“ოცნება” იმ დეპუტატების საკითხს იხილავს, რომლებმაც განსხვავებული შეხედულება გამოიჩინეს

დღეს რაიმე ხისტი გადაწყვეტილება ჩვენთან მიღებული არ არის – ამის შესახებ განცხადება, მამუკა მდინარაძემ იმ დეპუტატების პარტიაში დარჩენა არ დარჩენის საკითხთან დაკავშირებით გააკეთა, რომლებმაც ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს.

მმართველი გუნდის წევრი აცხადებს, რომ საკითხზე გუნდი იმსჯელებს, მაგრამ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ჯერ უცნობია.

„სამსჯელო ეს საკითხი რა თქმა უნდა გახდება. მაგრამ რაიმე ღონისძიებებს, ხისტს, არა ხისტს ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ შევუფარდოთ მათ სანქცია რა თქმა უნდა ბრჭყალებში და ნახევრად ხუმრობით, თუ არა ამაზე წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც შეუძლია ერთ დღეში განიკვეთოს ადამიანები თავისი  გასხვავებული აზრისთვის. ან საერთოდ რაიმე განკითხვა მოაწყოს საზოგადოდ და ა.შ. ყველა შემთხვევაში გუნდში იქნება მსგავს საკითხებზე მსჯელობა მაგრამ დღეს რაიმე ხისტი გადაწყვეტილება ჩვენთან მიღებული არ არის,“-განაცხდა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს მხარი არ დაუჭირეს: რომან კაკულიამ, მარიამ ჯაშმა, ალექსანდრე ერქვაიამ და ბიძინა გეგიძემ.