თუ თალაკვაძე არ მივა, პარლამენტის წინ აქცია არ დაიშლება

რუსთაველის გამზირზე სასულიერო პირები და ლევან ვასაძის მხარდამჭერები აქციას ხვალ 18:00 საათზე გეგმავენ.

მანამდე ლევან ვასაძემ აქციაზე პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მისვლა მოითხოვა. მისი თქმით, თალაკვაძე უნდა მივიდეს აქციაზე და ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმების პირობა უნდა დადოს. გარდა ამისა, ვასაძემ გარყვნილების საჯარო პროპაგანდის ამკრძალავი კანონის შემუშავება მოითხოვა. აქციის მონაწილები აცხადებენ, რონ წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი არ დაიშლებიან.