“გადი აქედან, ყაჩაღო! უკრაინულად არ გესმის? ინგლისურად გეტყვი – exit!” (ვიდეო)

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბორისპოლის საქალაქო საბჭოს მდივანი იაროსლავ გოდუნკი ყაჩაღად მოიხსენია და კრება დაატოვებინა.

-რაც ახლა წავიკითხე ხომ თქვენზეა, ხოდა წადი აქედან, ყაჩაღო.შენი ადგილი აქ არ არის, უკრაინულად არ გესმის? ინგლისურად გეტყვი – exit!-უთხრა ზელენსკიმ.

https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=kHB1LOoCA1Q

ზელენსკიმ მას ჰკითხა იყო თუ არა ის იაროსლავ გოდუნოკი პარტია „ბატკოვშინიდან“, რომელიც ადრე ყაჩაღობის და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების გამო იყო ნასამართლევი.  პასუხის მიღების შემდეგ კი ჩინოვნიკი გააგდო.

წყარო: 112.ua