აგვისტოს ომის წლისთავი მოდის…გაკვეთილები არ გამოვიტანეთ, გამოძიება თვალის ასახვევად ჩავატარეთ…

ამირან სალუქვაძე

გენერალი ანალიტიკოსი

-1. ვუცქერი საინფორმაციოს. იმის მიუხედავად, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუც იყო ამ დროში, 28 წთ დაეთმო თემას, უნდა გადადგეს თუ არა გიორგი გახარია. ივანიშვილიც არ ასაუბრეს სხვა თემაზე.

2. ლავროვის განცხადების სენსაციად და მთავარ თემად ქცევა არასერიოზულია. აბა რას ელოდებით ლავროვისგან?

3. როცა სტრასბურგმა თვეების წინ რ2-ის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოცხადდა, ეს გამარჯვებად იქნა აღქმული. ახლა რა ხდება, რა მოლოდინები იქმნება, ვინმე ფიქრობს, რომ სტრასბურგი უკანონო ან უსამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს და ქართული ოცნება ან რუსეთი შესძლებს ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინონ?

4. ცალკე თემაა წიკები… საჯარო სივრცეში ვინც გამოდიხართ, ნებისმიერი სტატუსით, ნერვები დაიმშვიდეთ

5. ტურიზმის დაფინანსების თემაც რამდენჯერ უნდა.ატრიალოთ? ასჯერ ითქვა, 2013-18 წლებში, ანუ 6 წელში 70 მლნ დაიხარჯა სხვა მიმართულებებზე,.მხოლოდ 18 მლნ რუსეთზე. შემოსავლებმა მილიარდები შეადგინა. წელს რუსეთზე არ დახარჯულა. ხვალაც გაგვიმეორებთ ბევრი დაიხარჯაო? თუ კორუფციულად იხარჯება, ჩაწვდით და გაგვაცანით. თუ არა, გავიგეთ რომ ტყული ქარიშხალია და შეცვალეთ თემა. დამღლელია.

6. როგორ ლოგიკას გვახვევთ. რაც მეტ სპეცრაზმელს დააკავებენ, თურმე, მეტად იზრდება ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ხოლო როცა მოქალაქეს აკავებენ, პროპორციას თვლით, ორჯერ მეტი აქტივისტია დაკავებულიო. ბევრი მოქალაქის დაკავება რომ არ ზრდის აქციის ორგანიზატორთა პასუხისმგებლობას,.მივხვდი. მხოლოდ პოლიციის სისასტიკის კადრებს რომ გვიჩვენებთ ხოლმე, იქნება ოდნავ დააბალანსოთ პოლიციაზე ძალადობის კადრებით. მერე იტყვით პოლიციას პატივს ვცემთო.

7. აგვისტოს ომის წლისთავი მოდის. კვალიფიციური შესწავლა არ მოვახდინეთ, გაკვეთილები არ გამოვიტანეთ, გამოძიება თვალის ასახვევად ჩავატარეთ… ჰო, პოლიტიკური პასუხისმგებლობა განხილვის საგანიც კი არ ყოფილა. მსგავსი სახელმწიფო მსოფლიოში არ არსებობს.