„არ არსებობს არანაირი დაბრკოლება, რომ ხალვაში დარეგისტრირდეს „რუსთავი2“-ის მესაკუთრედ”

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია იუსტიციის სახლში იმყოფებოდა. ადვოკატის განმარტებით, ის რუსთავი2-ის მესაკუთრედ ხალვაშის დარეგისტრირებას და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას მოითხოვს.

„არ არსებობს არანაირი დაბრკოლება, რომ ქიბარ ხალვაში დარეგისტრირდეს „რუსთავი2“-ის მესაკუთრედ-აცხადებს სალია.

სალია ამბობს, რომ აბსურდია, თითქოს დირექტორის გათავისუფლება არ შეიძლება. ადვოკატი განმარტავს, რომ არ იცის, რა ხელშეკრულება აქვს ნიკა გვარამიას და სამართლებრივ ნაწილზე განცხადებას დოკუმენტის გაცნობის შემდეგ გააკეთებს.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, სალიას განცხადებით, ამაზე საუბარი ნაადრევია. ადვოკატის განმარტებით, მისთვის ცნობილია, რომ ქიბარ ხალვაში არ აპირებს საკადრო ცვლილებებს.

თავის მხრივ კი , „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებს, ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში არ დაარეგისტრიროს, ვიდრე გასაჩივრების ვადები არ ამოიწურება.