დაკავებულის სასამართლო პროცესი ღუდუშაურის კლინიკაში გაიმართა

ლევან ჯიქურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებული ლევან ჯიქურის სასამართლო პროცესი ღუდუშაურის კლინიკაში გაიმართა.

დაკავებული შეუძლოდ წინასწარი დაკავების იზოლატორში გახდა და ის უკვე მესამე დღეა, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშაა.

მისი ინტერესების დამცველმა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

წყარო: რუსთავი 2