სალიას პასუხი ოქრუაშვილს

„რუსთავი 2“-ს ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია აცხადებს, რომ ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშვილის პრეტენზიები უსაფუძვლოა. სალია აცხადებს, რომ დოკუმენტი, რომელზეც ოქრუაშვილი საუბრობს, ყალბია.

„ეს სასამართლო წარმოებაშია. იმ ხელშეკრულებაზე, რომელსაც მიუთითებს ირაკლი ოქრუაშვილი, თავიდანვე ვთქვით სასამართლოზე, რომ ის არ იყო ნამდვილი. მაშინ მას ჰქონდა ფულადი მოთხოვნა – თითქოს 7 მილიონი დოლარი ასესხა ქიბარ ხალვაშს და ქიბარ ხალვაში ადასტურებდა ამას და თითქოს უკან უნდა დაებრუნებინა ეს თანხა პროცენტით ქიბარ ხალვაშს. ანუ ასე ვთქვათ, პროცენტიანი სესხი მისცა. ეს ხელშეკრულება არის ყალბი და ამას ექსპერტიზა დაადასტურებს“, – განაცხადა სალიამ.

რაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ– თბილისის საქალო სასამართლოში “რუსთავი 2”-ის ახალი მფლობელის წინააღმდეგ თავდაცვის ყოფილი მინისტრის სახელით სარჩელი შევიდა.

ირაკლი ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ ტელეკომპანია მისი საკუთრებაა.

https://www.gmtv.ge/61761-2/