“სწორედაც ასე ატყუებთ საკუთარ ცხვირს, მოძალებული სიმყრალისგან!..”

კახა ჭიჭინაძე

პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი

-თქვენ ყველაფერი იღონეთ,
რომ ნაციონალებზე გადამტერებული “პოლიტიკოსები” გაერთიანებულიყვნენ და დამდგარიყვნენ ნაციონალების გვერდით.
ასევე ვხედავ გუშინდელი მტრები როგორ უხსნიან ერთმანეთს სიყვარულს და ვითომ “საქართველოს” სახელით ერთმანეთს პატიებას, ძველი წყენის დავიწყებას სთხოვენ.
– თქვენ კი თავს იმით იმშვიდებთ რომ, ხდება ლუსტრაცია და ფელაკიების ერთად თავ მოყრა.

მაშინ როდესაც პოლიტიკური სივრცე მცირედი ფეკალიებითაც კი არ გაგიწმენდიათ, არა მგონია
მოზღვავებულ ფეკალურ “ზასარენია”-ს გაუმკლავდეთ.

ისტორიის მანძილზე ქართველთა მარცხი, ყოველთვის მოწინააღმდეგეს ძალების არასათანადოდ შეფასებით იყო გამოწვეული.
ხშირად თავგანწირვით ურიცხვ მტერს ვამარცხებდი და ზოგჯერ გაამპარტავნებულები მტრის მცირე ჯგუფთან ვმარცხდებოდით. საიდან სადაო იტყვით და ფეხბურთშიც ხომ მასე ვართ, ცნობილ ნაკრებებთან გმირულად ვეცემით ფეხბურთის მოედანზე და უცებ “ჭ” კლასის გუნდთან 7:0 ვაგებთ.

ამ ბოლოწლებში ბევრის მომსწრე და მნახველი ვარ,
ფეკალიებისაგან წალეკილებიც კი მინახავს და ისე ნუ იზამთ რომ, თავმომწონე “დემოკრატიული” ქართული ოცნება და დღევანდელი ბინომი პოლიტუკური სივრცე ფეკალიებმა წალეკონ.

თვალის ჩინი და ყურთა სმენა თუ დაგიკარგავთ ყნოსვა მანინც არ შეგრჩათ?! ფეკალიების სუნი რომ იგრძნოთ?!
თუმცა….გამახსენდა …
ფრანღული შანელ N5 “სურნელი” (სალომე- თამარ- ნინო, ) ფეკალიის სუნის გადასაფარად
ცხვირის მოტყუებისათის შეიძინეთ.

ეხლა გამინათლდა გონება და ვხვდები თუ რას ნიშნავდა ბავშვობაში გაგონილი გამოთქმა,
როდესაც ბავშვს ტყუილში გამოიჭერდნენ და “შენი ცხვირი მოატყუეო” ეტყოდნენ.

სწორედაც ასე ატყუებთ საკუთარ ცხვირს, მოძალებული სიმყრალისგან!