წარმატებით და უდანაკარგოდ დასრულებული მისია

პირველი ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა ავღანეთში “მტკიცე მხარდაჭერის” მისია დაასრულა. ასეულის მეთაურის, მაიორ ნიკოლოზ ვაშაყმაძის განცხადებით ქვედანაყოფმა წარმატბით და უდანაკარგოდ დაასრულა მისია და რამდენიმე კვირაში სამშობლოში დაბრუნდება.