ოქრუაშვილი დღეს საქალაქო სასამართლოში, მოწმის სტატუსით დაიკითხება

ირაკლი ოქრუაშვილი საქალაქო სასამართლოში მივიდა. მას 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე გამოკითხავენ.

ოქრუაშვილმა უარი თქვა შსს-ში გამოკითხვაზე და დღეს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს ჩვენებას. ოქრუაშვილი დღეს საქალაქო სასამართლოში, მოწმის სტატუსით დაიკითხება.

თავდაცვის  ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, რა კითხვებს დაუსვამენ დღევანდელ დაკითხვაზე. როგორც ოქრუაშვილი განმარტავს, ამ ყველაფრის მიზანი ოპოზიციის დისკრედიტაცია და არსებული საპროტესტო მუხტის შეწყვეტაა, თუმცა მისი თქმით, ხელისუფლება ამას ვერ მიაღწევს.