” ნუ ელოდებით, რომ დამწიფებული ნაყიფი თავისით მოწყდება და ხეზე ასვლა არ არის საჭირო”

დავით ნებიერიძე

საზოგადოება “ივერია”

-ბევრჯერ გაგვიანალიზებია საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაცემის ძირითადი მიზეზები. მათ შორის კიდევ ერთხელ მინდა გამოვყო ორი ძირითადი:
1. ნეიტრალიტეტის გამოცხადება.

რის შედეგადაც საქართველო ერთიერთზე დარჩა ბოლშევიკური მონსტრის წინაშე და და მარტივად გადაგვყლაპეს.

და

2. ბოლშევიკური პროპაგანდის ლეგალიზაცია.

რის შედეგადაც კოლაბორაციონიზმს ფართოდ გაეხსნა ასპარეზი და ყველაფერი დასრულდა შულავერის კომიტეტით.

ეს მეორე ფატალური შეცდომა განსაკუთრებულ თანხვედრაშია საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესებთან. ვითარება იმდენად მძიმეა, რომ არამც თუ პრორუსული პროპაგანდისტული მანქანაა ლეგალიზირებული, არამედ ივანიშვილის კოლაბორაციონისტული ხელისუფლება თანმიმდევრულად ანადგურებს ევროატლანტიკური მიმართულების მედია საშუალებებს. რაც დაგვირგვინდა თავისუფალი სიტყვის უდიდედსი ფორპოსტის რუსთავი2-ის მიტაცებით. ანუ, 1921 წლის ვითარებასთან შედარებით დღევანდელობა გაცილებით უფრო მძიმეა და მოვეშვათ ილუზიებში ყოფნას. მოვეშვათ იმ სიკვდილმისჯილის როლში ყოფნას, რომელიც ჯალათს სთხოვს – ნაჯახს რომ დამსცხებ კისერზე შეეცადე მეჭეჭს არ მოახვედრო, თორემ მეტკინებაო.

გამოფხიზკდით პატრიოტებო. ნუ იქნებით ჯეფერსინზე უფრი დიდი დემიკრატი და რომის პაპზე უფრო დიდი კათილიკე და ნუ ელოდებით, რომ დამწიფებული ნაყიფი თავისით მოწყდება და მის დასაუფლებლად ხეზე ასვლაც არ არის საჭირო. იმიტომ, რომ დემოკრატიის ხეს მუმლი შეუსია ივანიშვილმა და დღეს თუ არა ხვალ ეს ბერმუხა აუცილებლად გადატყდება და დაენარცხება მიწაზე. ქვეშ კი ჩვენ მოგვიყოლებს. ამიტომ, პირისპირ უნდა შევებათ ტირანს და თუ ვინმე გეუბნებათ, რომ რადიკალიზაცია აზიანებს ოპოზიციას, მერწმუნეთ ის ივანიშვილის მიერ არის მოსყიდული. საზოგადოება უნდა ავადუღოთ. ყველა დიდ, თუ პატარა ქალაქში საპროტესტო კოცონები უნდა დავანთოთ მასიურად და შემოდგომაზე ყველა ერთად თბილისში, სოლოლაკის ქაჯეთის ციხეს უნდა შემოვერტყათ. რუსული მორდორი უნდა დაემხოს და გაცამტვერდეს საქართველოში!