“დღევანდელ დაკავებას არ ველოდით იმიტომ, რომ გუშინ იყო გამოკითხვაზე…”

წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც ირაკლი ოქრუაშვილი გადაიყვანეს  ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი მივიდა.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ოქრუაშვილის დაკავების მოტივი უფრო მეტად პოლიტიკური იყოს, ვიდრე სამართლებრივი.

„დაკავებულია 20-21 ივნისის მოვლენებზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა. მოვედი, რომ მენახა, ამ წამს ვესაუბრე გამომძიებელს და სულ ეს წუთია წაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, დიღმის მასივში. არ გავცნობივარ არაფერს, გზაში ვიყავი… დღეს ჩვენ შევხვდით მისი მძღოლის საქმესთან დაკავშირებით, 4-დან 5-მდე ერთად ვიყავით, დღევანდელ დაკავებას არ ველოდით იმიტომ, რომ გუშინ იყო გამოკითხვაზე დაბარებული მოსამართლესთან, დღეს ჩვეულებრივი შეხვედრა გვქონდა და არაფერი არ მოასწავებდა იმას, რომ ის დაეკავებინათ,“ – განაცხადა ადვოკატმა.