პარლამენტში შეხვედრას მმართველი გუნდი და ოპოზიცია არ დაესწრება

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს საქართველოს პარლამენტში დღეს მოუსმენენ.

დვალსა და აქიმიძეს დამოუკიდებელი დეპუტატები ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, კობა ნარჩემაშვილი და გედევან ფოფხაძე შეხვდებიან. ამ შეხვედრას არ დაესწრებიან მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები.

იქამდე კი დვალმა განაცხადა, რომ ძალიან საინტერესოა მათთვის ლევან კობერიძის შეთავაზება ღია ფორმატში პარლამენტში ამ საკითხზე მსჯელობასთან დაკავშირებით და ის ჯარჯი აქიმიძესთან ერთად მზად არის ღიად ისაუბროს ამ პრობლემებზე ნებისმიერ ფორმატში.

https://www.gmtv.ge/61869-2/