ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე გადასახადის გადამხდელთა კავშირი ინიციატივით გამოდის

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე გადასახადის გადამხდელთა კავშირი ინიციატივით გამოდის და განცხადებას ავრცელებს:

-“ხაზარაძე-ჯაფარიძის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა საგრძნობი ზარალი მიაყენა როგორც „თიბისი“ ბანკს, ასევე ჩიხში შეიყვანა ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხიც. სწორედ ამიტომ,  აუცილებელია საგამოძიებო კომისიის შექმნია.

დიდი მნიშვნელობა აქვს გამოძიების მოკლე დროში დასრულებასაც. ცხადია, რომ ობიექტური გამოძიების შემთხვევაში, სიმართლე, ადრე თუ გვიან, მაინც დადგინდება, თუმცა ფაქტია, რომ ამ პროცესმა უკვე დააზიანა არამხოლოდ ერთი კონკრეტული პროექტი და ბიზნეს-ჯგუფი, არამედ მთლიანად ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი. ამ ზიანის შესაძლო მასშტაბები, გრძელვადიან პერიოდში, სათანადოდ უნდა შევაფასოთ” – ნათქვამია განცხადებაში.