“ევროოული საქართველოს” შემოთავაზების მათემატიკური ასპექტები…

დავით ნებიერიძე

“დაიცავი არჩევანი”

“ევროოული საქართველოს” შემოთავაზების მათემატიკური ასპექტები:

ორი მაჟორიტარული ოლქი შეთანხმების შესაბამისად დავუთმეთ თბილისში. ახლა ოთხ ოლქს ითხოვენ რეგიონებში. რაც საერთო ჯამში ექვსი მაჟორიტარული მანდატი გამოსდით. ეს კი მაჟორიტარული მანდატების 20%-ია.

სამწუხაროდ “ევროპული საქართველო” პროპორციულ არჩევნებში ახლოსაც ვერ მივა 20%-იან ნიშნულთან და ალბათ მათი მაქსიმალური შედეგი 7-8%-ით განისაზღვრება. ეს კი ნიშნავს, რომ მათ ჩვენთან შეთანხმების შედეგად, ანუ ჩვენგან დათმობების ხარჯზე სამჯერ მეტი მანდატის მიღება უნდათ მაჟორიტარული არჩევნების შედეგად, ვიდრე შეუძლიათ აიღონ პროპორციულში პროცენტული მაჩვენებლის შესაბამისად.

არა და როდესაც ვითხოვდით პროპორციულ მოდელს, მთავარი მოტივატორი ზუსტად ის იყო, რომ ყველა პარტიას მიეღო იმ რაოდენიბის მანდატები რა რაოდენობის ხმებსაც მიიღებდა პროპორციული სისტემით. ახლა კი კვლავ ჩვენს ხარჯზე უნდათ დამატებითი მანდატების ბონუსად მიღება.

პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არ არის სამართლიანი შემოთავაზება და ჩვენი პარტია ამას არ დათანხმდება. მითუმეტეს მაშინ, როდესაც თანაზომად ბენეფიტს ჩვენ მათგან ვერ ვიღებთ. სანაცვლოდ რას გვთავაზობთ პირველ რიგში ეგ დააკონკრეტეთ? არც არაფერს. ჰო და არ არის ეს პატიოსანი შემოთავაზება.