“ეს ბრძოლა ცეზარ ჩოჩელის გამარჯვებით დასრულდება!”

სოფო ფირანიშვილი

-“არჩევნები ახლოვდება და სულ უფრო მეტად იგრძნობა 8 ოტომბრის მოახლოება. აქტიურად ვადევნებ თვალს მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატების საარჩევნო კამპანიას. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს, ცეზარ ჩოჩელს პირადად არ ვიცნობ, ასე რომ არავინ იფიქროს, იმიტომ ვწერ, რამე მაკავშირებდეს მასთან.

პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მესმის, ვხედავ და ვუსმენ.  მე წარმოშობით ვარ ძეგვიდან, ასე რომ ბევრი ვიცი და მსმენია მასზე.

რაიონში ერთ-ერთი პრობლემაა ის, რომ თანამდებობებზე და საჯარო სამსახურებში მუშაობენ ისინი, ვინც არ იმსახურებენ ამ ადგილებს, ზოგიერთს დიპლომიც კი არ აქვს, უმეტესობა მათგანი ჩემი სკოლელია და ვიცი რასაც ვამბობ, სამწუხაროა, რომ დიმიტრი ხუნდაძის ირგვლივ უწიგნურთა მთელი არმია დგას! მას ის ადამიანები ჰყავს დასაქმებული, ვინც საქმის კეთება არ იცის!

ბატონი ცეზარი კი ის ადამიანია, ვინც ყველას ეხმარება,  დახმარებია ყოველთვის და დაეხმარება მომავალშიც.

ადამიანმა თავისით შექმნა ყველაფერი, თავისით და არა მხოლოდ თავისთვის, ბევრი ოჯახი იხსნა სიღარიბისგან. ხშირად მსმენია იმ ადამიანებისგან, რომლებიც პირადად იცნობენ, რომ ჩოჩელი საუკეთესოა ადამიანია, ალალი, მშრომელი  და მის გვერდითაც ნამდვილად მშრომელი ხალხია,  ყველა ქმნის თავად, არავის ართმევენ…

აი, ამ ყველაფრის გამო ძალიან  ვაფასებ ბატონ ცეზარს, თავისი სიალალით, ადამიანობით ბევრი მოალაქის პატივისცემას იმსახურებს, მას თავისი ქვეყნის სიყვარული უხვად აქვს გამჯდარი. ის  უკვე იყო მხეთის გუბერნატორი და მან იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ევალებოდა, ამიტომ მჯერა, მცხეთელები ისევ მას აირჩევენ და ეს ბრძოლა ცეზარ ჩოჩელის გამარჯვებით დასრულდება!

12027512_977882105587160_3607879828806316344_n

 

კომენტარის დატოვება