ყურადღება! დაემორჩილეთ მაშველების მითითებებს – შტორმია!

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მოსახლეობას შტორმის შესახებ აფრთხილებს. ამ დროისთვის, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე  3-4 ბალიანი შტორმი ფიქსირდება, აღმართულია წითელი ალმები და აკრძალულია ცურვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს მოუწოდებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. ნუ დატოვებენ მცირეწლოვან ბავშვებს უმეთვალყურეოდ. არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე. არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს. მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში. მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები.