მავთულხლართებთან მდგომი პაპა და შვილიშვილი – 11 წელი აგვისტოს ომიდან

აგვისტოს ომიდან 11 წელი გადის.

დღეს გორში,  ჭავჭავაძის ქუჩაზე “საერთშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ინიციატივით სპეციალური კედელი გაიხსნება – მასზე მავთულხლართებთან მდგომი პაპა და შვილიშვილია გამოსახული.

გოგონას ხელში მაკრატელი უჭირავს, როგორც კონფლიქტის საბოლოოდ მოგვარების სიმბოლო. სტენსილის ავტორი ქუჩის მხატვარი გიორგი გაგოშიძეა.