საზოგადოებრივი მაუწყებელი “ცეტნრისტების” რეკლამას აჩერებს, ხვალ კი საკითხს მარეგულირებელი შეისწავლის

საზოგადოებრივი მაუწყებელი “ცეტნრისტების” რეკლამას აჩერებს.

“საზოაგდოებრივი მაუწყებელი აჩერებს პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტების” წინასაარჩევნო რეკლამას, რადგან მაუწყებელი ხედავს საფრთხეს, რომ აღნიშნული პოლიტიკური რეკლამის შინაარსი შეიცავს სახელმწიფო სუვერენიტეტის საწინააღმდეგო გზავნილებს და შეიძლება ეწინააღმდგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა დაიცვას კანონი, მათ შორის კონსტიტუციაც.

დამატებით მივმართავთ ცესკოს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, განიხილონ აღნიშნული საკითხი კომპეტენციის ფარგლებში და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება”-განაცხადა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი გოგელიამ.

ხვალ კი, “ცენტრისტების” რეკლამის საკითხს საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისია განიხილავს. განხილვის საგანი გახდება რეკლამის შინაარსი.

ვახტანგ აბაშიძემ სპეციალურ სამსახურებს უკვე მისცა დავალება, რომ შეისწავლონ საკითხი და კომისიას შესაბამისი დასკვნები წარუდგინოს.

მარეგულირებელი კომისია, სხდომის დასრულებისთანავე სპეციალურ განცხადებას გააავრცელებს.

კომენტარის დატოვება