მუხლი, რომლითაც კირკიტაძე დააკავეს, 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

მუხლი, რომლითაც დავით კირკიტაძე დააკავეს, 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გაერთიანებული ოპოზიციის წევრი რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველებმა აიყვანეს.

შს სამინისტრომ გამოძიება 353-ე პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით.