“ეს უწყება დასახურია და მას სიმბოლურად მავთულხლართით ჩავრაზავთ!”

“თავისუფალი ზონის” წვერებმა, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მავთულხლართები გააბეს და ზედ ფოტოები ჩამოკიდეს, მათ შორის, ვაჟა გაფრინდაშვილის ფოტო.

“იმ ფონზე როდესაც დღეს გვყავს ოკუპირებული რეჟიმის მიერ დატყვევებული ვაჟა ექიმი. იმის ნაცვლად რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატში განხილული ყოფილიყო ვაჟა ექიმის ტყვეობიდან გათავისუფლების საკითხი, იმსჯელეს რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე! ამაზე მეტი მარაზმი რაღა გვინდა?

სწორედ ამიტომ “თავისუფალმა ზონამ” მიიღო გადაწყვეტილება რომ ეს უწყება დასახურია და მას სიმბოლურად მავთულხლართით ჩავრაზავთ!” – აცხადებენ თავისუფალი ზონის წევრები.