ლუკა სიხარულიძე – 17 წლის ქართველი ჩემპიონი ამერიკაში

გვინდა უფრო ახლოს გაგაცნოთ  სპორტის მოყვარულთათვის დღეს უკვე კარგად ცნობილი ახალგაზრდა კალათბურთელი ლუკა სიხარულიძე. ლუკა ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად, თუმცა როგორც მისი ბებია, ნარგიზ ტაბატაძე გვეუბნება, ბიჭი სულით ხორცამდე ქართველია. ყოველ ზაფხულს ჩამოდის სამშობლოში და ვარჯიშობს საქართველოს  ახალგაზრდულ  ნაკრებში. წელს პირველი წელი იყო, რომ ლუკა თავის მშობლიურ სახლში ვერ ჩამოვიდა, რადგან ერთ-ერთ სამედიცინო უნივერსიტეტში მიიწვიეს პროფესორის ასისტენტად.

ლუკას ჰყავს დედ-მამა და პატარა დაიკო ანასტასია.

14383981_1212065255526073_2043799860_n

ლუკა ჯერ მხოლოდ 17 წლისაა და საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. სწავლობს და ასპარეზობს ამერიკაში.

8 წლის იყო კალათბურთზე რომ შევიდა, მაგრამ მაშინ მალევე დაანება წვრთნას თავი და კალათბურთს ცურვა ამჯობინა, 2 წლის შემდეგ კი კვლავ კალათბურთს დაუბრუნდა და დღევანდელმა დღემ დაანახა, რომ სწორი არჩევანი გააკეთა.

ამჟამად “ლაიონსში“ თამაშობს, ყველასგან გამოირჩევა როგორც გარეგნულად, ისე ტაქტიკით.

sportall.ge-თვის ლუკას მიცემული ინტერვიუდან ამონარიდი:

-„თამაში ქალაქ სალონიკში დავიწყე. იმ პერიოდში ჩემი ოჯახი საბერძნეთში ცხოვრობდა. 12 წლისა ვიყავი, ამერიკაში რომ გადავედით, სწავლა  მანჰეტენის ფრედერიკ დაგლასის სახელობისჰაი სქულშიგანვაგრძე. ამავე სასწავლებლის საკალათბურთო გუნდში ვთამაშობ სახელწოდებითლაიონს” (ლომები).ამერიკისა და ევროპის კალათბურთი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ბრუკლინში ჩასულს გაცილებით ძალისმიერი კალათბურთი დამხვდა, დიდი ყურადღება ენიჭება დაცვას. საბერძნეთში თავიდანვე სწორ თამაშს გვასწავლიდნენ, ტაქტიკურ აზროვნებას გვაჩვევდნენ. მეტ კომბინაციას ვათამაშებდით.

ამერიკაში პირველად გამიჭირდა, მერე კი მივეჩვიე და დღეს კარგად ვგრძნობ თავს. სკოლა 8 საათზე მეწყებოდა. მამაჩემი სახლიდან დილის 4 საათზე გადიოდა, მე 4:30-ზე მივდიოდი ვარჯიშზე. პირად მწვრთნელთან ნიუ ჯერსიში ვემზადებოდი. რთული იყო, თუმცა კარგად მესმოდა, თუ კალათბურთის თამაში მინდოდა, ბევრი უნდა მეშრომა. გუნდის ძირითადი ბირთვი რამდენიმე წელია ერთად ვთამაშობთ. ერთ დღესაც მწვრთნელმა შეგვკრიბა და დაგველაპარაკა. ყველა კალათბურთელს ჰკითხა, ვის ისურვებდა კაპიტნად. მე ამირჩიეს. გამეხარდა, თუმცა ისიც ვიცი, რომ დიდი პასუხისმგებლობაა. ქართველები კი პასუხისმგებლობას არასოდეს გავურბივართ.ამ სეზონში ჩვენს დივიზიონში კარგად ვითამაშეთ. ყველა მატჩი მოვიგეთ და მანჰეტენის ჩემპიონებიც გავხდით. შემდეგ ეტაპზე კი პირველობამდე ცოტა დაგვაკლდა. პლეი ოფში წაგების მიუხედავად, ჩვენს სკოლაში დიდი პატივით მიგვიღეს, რადგან 2005 წლის შემდეგ ასეთი შედეგილაიონსსარ ჰქონია. ამასთან, გავიმარჯვეთ სამხრეთ კაროლინაში გამართულ სერიოზულ შეჯიბრებაში“.

14389784_1212065242192741_1742271006_n

 ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ახალგაზრდა სპორტსმენს და ვისურვებთ მალე დაბრუნებულიყოს საქართველოში.

14409147_1212151368850795_669970876_n-png

კომენტარის დატოვება