პატრულის სიურპრიზი

სამგორის მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორებმა, მათ მიერვე შეგროვებული თანხით, ვარკეთილის ზემო პლატოზე მცხოვრები ფრიდონაშვილების ოჯახის სამი მცირეწლოვანი წევრისთვის ხილი, ტკბილეული, საკვები პროდუქტები და სათამაშოები შეიძინეს. 9, 6 და 5 წლის გოგონებს მხოლოდ დედა ზრდის.