ატამბაევს 26 აგვისტომდე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს ალმაზბეკ ატამბაევს ბრალი კორუფციის მუხლით წარუდგინეს. ამის შესახებ რუსულ მედიას მისმა ადვოკატმა სერგეი სლესარევმა განუცხადა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ატამბაევს 26 აგვისტომდე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ყირგიზეთში ყოფილი პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის დაკავების სპეცოპერაცია 7 აგვისტოს დაიწყო.

https://www.gmtv.ge/62428-2/